სამუშაოს შესრულებისას უბედური შემთხვევების რაოდენობა 41%-ით შემცირდა – მთავრობის ანგარიში

საქართველოს მთავრობის ანგარიშით, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინა, შრომის უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანაშ ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა… შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას 1933 ობიექტზე 3755 ინსპექტირება განხორციელდა. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირება გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით. 2023 წლის პირველ კვარტალში კი შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას სულ 814 ინსპექტირება განხორციელდა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

მსგავსი თემები