ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა. განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. 100-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობის შედეგად რეგიონებში საავტომობილო გზები და ხიდები განადგურდა.

რეგიონში იმყოფებოდა ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამაშველო სამუშოების მიმდინარეობის პროცესი განეხილა. სამაშველო პროცესში მოხალისეებიც არიან ჩართულნი.

მსგავსი თემები