სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მას უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობას მისცემდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს იმედი ჰქონდა, სტრასბურგი მის სარჩელთან დაკავშირებით დადებით გადაწვეტილებას მიიღებდა. როგორც გიული ალასანია მედიასთან აცხადებს,  ბრძოლა გაგრძელდება და გამორიცხული არაფერია.

„ბუნებრივია გადაწყვეტილება არ მომეწონა. სხვა გადაწყვეტილებას ველოდი.  პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუს და ევროპარლამენტარების განცხადებები, მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია, ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები“ –  განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა გიული ალასანიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი და მას უარი უთხრა სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაზე.

მსგავსი თემები