„ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ტკივილგამაყჩებლების ზემოქმედების ქვეშ უწევს ტურნირებში მონაწილეობა.

„დიდი დრო გავიდა, ამიტომ მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლებიც ჩემს გამო ღელავენ. ბოლო 3-4 წელიწადია ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი მქონდა, როგორც პირადში, ასევე კარიერაში.

ბოლო სამი წელია, ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.

ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა. მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს ვიპოვი. მადლობა მხარდაჭერისთვის“ – ამბობს  ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მსგავსი თემები