უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ემზადება

პრეზიდენტი ზელენსკი გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა, არის ის, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინა არ აპირებს და არ გეგმავს რუსეთისთვის თავდასხმას, პირიქით, უკრაინა კონტრშეტევას ამზადებს საკუთარი ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

კანცლერმა კი დაადასტურა გერმანიის მზაობა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და მხარში დაუდგეს არსებულ გამოწევებში.  ასევე, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ იმ დანაშაულისთვის, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.

პრეზიდენტი ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ქალაქ აახენში გაემგზავრება, სადაც ზელენსკის კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ.

​ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში რომიდან ჩავიდა. რომში პრეზიდენტს პოლიტიკური ფიგურების გარდა, შეხვედრა ჰქონდა რომის პაპთან.

 

მსგავსი თემები