მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მე-2 კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.

მაშველებმა პირველ რიგში მისი მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. სიღრმეში ჩავარდნილი კნუტის სხვენიდან ჩაშვებული თოკით ამოყვანა ვერ მოხერხდა, ამიტომ მათ მეპატრონის თანხმობით,  მესამე სართულზე, ერთ-ერთი ბინის კედელი გამოანგრიეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, შემდეგ კი ის დედა კატასთან დააბრუნეს.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან (ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს).

 

მსგავსი თემები