„90-ჯერ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქზე“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად დაძაბული და ბომბები ცვივა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს,   გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 90-ჯერ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქზე.

„ღამით სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვზე. დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსი. ორჯერ დაესხნენ თავს ტერნოპილის ოლქს. დაზიანებულია 10-ზე მეტი კერძო სახლი, სავაჭრო ობიექტები და მანქანები. დაჭრილია 2 მოქალაქე. გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 90-ჯერ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქზე. დაშავდა 6 ადგილობრივი. დაიბომბა კოსტიანტინივკა. დაიღუპა 2 და დაიჭრა 10 ადგილობრივი. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები