პრეზიდენტი ზელენსკი გერმანიაში იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიას მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობას დავაბრუნებთ ევროპაში”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა და კმაყოფილებაც გამოხატა.

„გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – აღნიშნა მან და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება.

 

მსგავსი თემები