თურქეთის საპარლამენტო არჩევნებშიც ერდოღანი ლიდერობს

ამ ეტაპისთვის, თურქეთში ამომრჩეველთა ხმების დაახლოებთ 5% დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებშიც მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, 67,01 %-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“;

22,30%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი;

7,14%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი.

საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 5 პროცენტი.

 

მსგავსი თემები