„რუსეთთან რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“ – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც განიხილება.

„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს“, – აღნიშნა  კობახიძემ მედიასთან.

რაც შეეხება პირდაპირ ფრენას, კობახიძის შეფასებით, სანქცირებული თვითმფრინავები ავიამიმოსვლას ვერ შეასრულებენ.

ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია მარტივად დავაფიქსიროთ პოზიცია, თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ. ასევე ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები