„მის უწმინდესობას ვთხოვე დახმარება ჩვენი შვილების დაბრუნებაში“ – ზელენსკი პაპთან შეხვედრაზე

გერმანიაში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკესთან შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დახმარება სთხოვა.

“შევხვდი იტალიის პრეზიდენტს და მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტს. როგორც შევიტყვე, იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. შევთანხმდით ქალბატონ პრემიერთან ჩვენს ახალ ერთობლივ თავდაცვით ნაბიჯებზე. ეს ის არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად ცის დასაცავად, მიწის დასაცავად. შევთანხმდით იარაღსა და საჰაერო თავდაცვაზე.

რუსმა მკვლელებმა კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლეს – გოგონა, რომელიც 16 წლისაც არ იყო. მას ნადია ერქვა. დაიღუპა 64 წლის მამაკაციც.

ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი იარაღით, იარაღით, რომლითაც ჩვენს ჯარისკაცებს შეუძლიათ აგრესიის, ბოროტების განდევნა ისე, რომ კრემლმა ვერ შეძლოს აგრესიის გავრცელება სხვა ევროპულ ქვეყნებზე. შევხვდი რომის პაპ ფრანცისკეს. გვქონდა საუბარი, რომელმაც ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს ისტორიაზე და მართლაც შეძლოს აგრესიის, ბოროტების შეჩერება.

ისიც კი არ არის ცნობილი, ზუსტად რამდენი ბავშვი მოიპარა რუსეთმა უკრაინიდან. მის უწმინდესობას ვთხოვე დახმარება ჩვენი შვილების დაბრუნებაში. ასევე ვისაუბრე ჩვენი მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებზე“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, უწმინდესობის ნებას და გულწრფელობას შეუძლია  მშვიდობის ფორმულის განხორციელებასთან დაახლოება.

 

მსგავსი თემები