„ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია”- კელი დეგნანი

„ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა აშშ დავით კეზერაშვილის სანქცირებას და რამდენად სანდოა აშშ-სთვის ”ბიბისის” ინფორმაცია. მისი თქმით, აშშ წინასწარ არ აცხადებს სანქციებს. „ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რომ შევაფასოთ ის, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. „ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა,…

მეტი...

აშშ-ის ახალი სანქციები 120-ზე მეტ კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ ახალი სანქციები დააწესეს, რამაც  120-ზე მეტი ბიზნესსა და ფიზიკურ პირი მოიცვა. საუბარია 20-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ ბიზნესსა და მყოფ იურიდიულ პირზე. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ის პირებიც, ვინც ხელს უწყობენ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში. სანქციების შედეგად, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის კომპანიები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ორ რუსულ ორგანიზაციას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ძალისხმევას, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სკოლის მოსწავლეების მილიტარიზაციისა და ინდოქტრინაციის გზით. სიაში ასევე არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ეკონომიკის თავდაცვის სექტორში და მხარს უჭერენ რუსეთის…

მეტი...

თავდასხმა პოლიციელებზე – შსს-მ 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.- მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული-სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ…

მეტი...

,,ეს არის სანქციები, რომელთა საჭიროებაც დგება კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე”- ელჩი

,,ესაა სანქციები, რომელთა საჭიროებაც დგება კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩი სანქციების ტერმინთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნვს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელ ტერმინს გამოიყენებ, რადგან შედეგები ერთნაირია. ,,აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია: ამ პირებს  არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო…

მეტი...

,,ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა?”- ანა ფოტიგა

,,ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა? – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. მისი თქმით, ”ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში” „ძალიან მნიშვნელოვანია, დააფასო ადამიანები, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის. მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა, რომ დაემარცხებინა კორუფცია, ის მამაცურად გაუმკლავდა რუსულ ხუთდღიან აგრესიას 2008 წლის აგვისტოში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან მეგობრობისთვის,”- განაცხადა ანა ფოტიგამ. ცნობისთვის, პოლონეთში, მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს“ ჯილდო გადასცეს.  

მეტი...

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია – დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ღვთისმსახურება იმართება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშიც, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე მართმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებს. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება.  ამასთან, დიდი ხუთშაბათს ტაძრებში 12 სახარებს წაიკითხავენ.  

მეტი...

დონალდ ტრამპი  ყოფილ ადვოკატს უჩივის და კომპენსაციის სახით 500 მილიონ დოლარს ითხოვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 500 მილიონ დოლარს ითხოვს. ტრამპი ყოფილ უფლებადამცველს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით, მის საჯარო გამოსვლებში, წიგნებსა და პოდკასტებში ჰქონდა ადგილი. ასევე, ტრამპი ყოფილ ადვოკატს კონტრაქტის პირობების დარღვევაშიც ადანაშაულებს.    

მეტი...

ვლადიმერ პუტინი ავსტრიაში თუ ჩავა დააკავებენ

ვლადიმერ პუტინი ავსტრიაში თუ ჩავა, დააკავებენ. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ავსტრია, ვალდებულია, განახორციელოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. „კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველა დანაშაული უნდა იყოს გაშუქებული და არ შეიძლება, რომ დაუსჯელი დარჩეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.    

მეტი...

რუსული კანონის განხილვისას ხატია დეკანოიძე მაიამიში იყო – ლევან ხაბეიშვილი

,,ხატია დეკანოიძემ  10 დღე ალაპარაკა ყველა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის დაპირისპირება და აზიანა ნაციონალური მოძრაობა,” – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. აგენტების კანონის განხილვისას ხატია დეკანოიძე მაიამიში იმყოფებოდა. ,,როცა რუსული კანონის განხილვა იყო კომიტეტში, იცით სად იყო ხატია? მაიამიში, საქართველოში არ იყო. ვინ იყო კომიტეტზე ფიზიკურ დაპირისპირებაში?- ლევან ხაბეიშვილი, თემურ ჯანაშია, დავით ხაჯიშვილი. ორივე კომიტეტზე ფიზიკურად ვიბრძოდით. ხატია არ ყოფილა არც ერთ კომიმტეტზე. ეს არის სიმართლე. ერთმანეთთან ტალახის სროლას მოვეშვათ, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 180 590 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 180 590 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 180 590; ​ტანკი – 3 646; ჯავშანტექნიკა – 7 053; საარტილერიო სისტემა – 2 777; სარაკეტო სისტემა – 535; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 283; თვითმფრინავები – 307; ვერტმფრენი – 293; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 339; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 637; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 320.

მეტი...

,,რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია”- რატი ბრეგაძე

,,აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა. „ის, ასევე, გასინჯეს უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც შემდგომ მონაწილეობდნენ მის სასამართლო პროცესში, და როდესაც მათ მიერ აღებული ნიმუშები გაიგზავნა ერთ-ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში, იქ მითითებული მონაცემებიც კი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ნორმის ფარგლებში. სწორედ ამ ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი იყო ნორმაში და, მათ შორის, ნორმის ქვედა ზღვართან. მთელი ეს ისტორია…

მეტი...

მარნეულში, ავტომობილი, რომელსაც  პოლიცია აედევნა ხიდზე ამობრუნდა

ინციდენტი მარნეულში  – ავტომობილი, რომელსაც პოლიცია აედევნა, ხიდზე გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სამი პირი – მანქანის მძღოლი და ორი მგზავრი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც საჭეს სავარაუდოდ, არაფხიზელ მდოგომარეობაში მართავდა, საავარიო სიტუაცია შექმნა.   მძღოლს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. მძღოლი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც მოცურდა და გადაბრუნდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიციის მანქანას ქვები ესროლეს. ავტომობილში მყოფმა პირებმა სამართლდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.     წყარო: მთავარი არხი  

მეტი...

,,კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?”- ლევან ხაბეიშვილი

,,თუ დაიწყება გამოძიება, კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა. ხაბეიშვილი  „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიების ეხმიანება, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. ,,მთელი დღე რომ გვაქვს ისტერიკა, თემები რომ გადაიფარა, დღეს მთელი დღე კეზერაშვლზე რომ ვისაუბროთ, ხვალაც რომ დავკარგავთ დროს, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? გელათი აღარ დაინგრევა, სასმართლოში კლანი არ იქნება,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში. მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს. დავით ქუჩუკიანი უკრაინაში ომის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. დავით ქუჩუკიანის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს, მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული”- ანა ფოტიგა

,,ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი მესამე პრეზიდენტი ცოცხალი იყოს”- ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ვარშავაში გამართულ დაჯილდოებაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებულია. ,,მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა, რომ დაემარცხებინა კორუფცია, ის მამაცურად გაუმკლავდა რუსულ 5-დღიან აგრესიას 2008 წლის აგვისტოში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან მეგობრობისთვის და მინდა დავპირდე, ვფიქრობთ შესაძლებელია მისი სამედიცინო დახმარება პოლონეთში, ან სადმე სხვაგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდით,”- განაცხადა ანა ფოტიგამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა.

მეტი...

„უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვაში განაცხადა. „უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. მსოფლიომ რუსეთის აქტივების მიხედვით იცის, რა გამოსავალი არსებობს ამისთვის. რუსი ჩინოვნიკები, ოლიგარქები გამდიდრდნენ მაშინ, როცა მათი სახელმწიფო ტერორისტად იქცა. მთელი ეს აქტივები უნდა იყოს გამოყენებული მათი ზარალის კომპენსაციისთვის, ვისაც რუსეთმა ტკივილი მოუტანა. რუსული აქტივები აგრესიის შემდგომი ზარალის გამოსასწორებლად უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...