,,მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული”- ანა ფოტიგა

,,ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი მესამე პრეზიდენტი ცოცხალი იყოს”- ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ვარშავაში გამართულ დაჯილდოებაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებულია.

,,მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა, რომ დაემარცხებინა კორუფცია, ის მამაცურად გაუმკლავდა რუსულ 5-დღიან აგრესიას 2008 წლის აგვისტოში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან მეგობრობისთვის და მინდა დავპირდე, ვფიქრობთ შესაძლებელია მისი სამედიცინო დახმარება პოლონეთში, ან სადმე სხვაგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდით,”- განაცხადა ანა ფოტიგამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა.

მსგავსი თემები