რუსული კანონის განხილვისას ხატია დეკანოიძე მაიამიში იყო – ლევან ხაბეიშვილი

,,ხატია დეკანოიძემ  10 დღე ალაპარაკა ყველა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის დაპირისპირება და აზიანა ნაციონალური მოძრაობა,” – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. აგენტების კანონის განხილვისას ხატია დეკანოიძე მაიამიში იმყოფებოდა.

,,როცა რუსული კანონის განხილვა იყო კომიტეტში, იცით სად იყო ხატია? მაიამიში, საქართველოში არ იყო. ვინ იყო კომიტეტზე ფიზიკურ დაპირისპირებაში?- ლევან ხაბეიშვილი, თემურ ჯანაშია, დავით ხაჯიშვილი. ორივე კომიტეტზე ფიზიკურად ვიბრძოდით. ხატია არ ყოფილა არც ერთ კომიმტეტზე. ეს არის სიმართლე. ერთმანეთთან ტალახის სროლას მოვეშვათ, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

მსგავსი თემები