,,ევროპული პარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”- მარია კალიურანდი

,,ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, რომელიც ევროპაში, ევროკავშირში ახლა გვაქვს, გაფართოებაზე დიდ სურვილს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს”,– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

კალიურანდის თქმით, ტრიოს წევრობის კანდიდატობის განაცხადი ახლა არ განიხილებოდა, რომ არა უკრაინის ომი.

„ახლა ყველა ელოდება საბჭოს გადაწყვეტილებას მომდევნო თვის მიწურულისთვის სამი ქვეყნის განაცხადთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო და გულწრფელი, წევრობის კანდიდატობის განაცხადი ახლა მაგიდაზე არ იქნებოდა, უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო, არც უკრაინისთვის და არც საქართველოსა და მოლდოვისთვის. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის სამართლიანი არაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი ევროკავშირში, რომ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, დაივიწყონ პოლარიზაცია, მათი პარტიული ინტერესები, ყურადღება მიაქციონ რეფორმებს, რომელიც ახლა ხორციელდება და იყვნენ ერთიანები, იმუშაონ ერთად. მხოლოდ მაშინ, თქვენ შეგიძლიათ, მიაღწიოთ ევროპულ პერსპექტივას, რომელსაც ასე უჭერს მხარს ქართველი ხალხი. პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობის გარეშე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, საქართველოს ევროპული პერსპექტივა უახლოეს მომავალში დადგეს.

ძალიან რთულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროგნოზირება. ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, რომელიც ევროპაში, ევროკავშირში ახლა გვაქვს, გაფართოებაზე დიდ სურვილს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს. შესაძლოა, უკრაინა ომის გამო იყოს პრივილეგირებულ პოზიციაში, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია, რასაც პოლიტიკური მიდგომა სჭირდება და ეს ნიშნავს, რომ თქვენი ხალხი, თქვენი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ მათ, ვისაც ერთხმად მისაღები გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მსგავსი თემები