მარნეულში, ავტომობილი, რომელსაც  პოლიცია აედევნა ხიდზე ამობრუნდა

ინციდენტი მარნეულში  – ავტომობილი, რომელსაც პოლიცია აედევნა, ხიდზე გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სამი პირი – მანქანის მძღოლი და ორი მგზავრი დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც საჭეს სავარაუდოდ, არაფხიზელ მდოგომარეობაში მართავდა, საავარიო სიტუაცია შექმნა.   მძღოლს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. მძღოლი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც მოცურდა და გადაბრუნდა.

ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიციის მანქანას ქვები ესროლეს. ავტომობილში მყოფმა პირებმა სამართლდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

 

წყარო: მთავარი არხი

 

მსგავსი თემები