დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია – დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება.

ღვთისმსახურება იმართება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშიც, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე მართმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებს.

ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება.  ამასთან, დიდი ხუთშაბათს ტაძრებში 12 სახარებს წაიკითხავენ.

 

მსგავსი თემები