აშშ-ის ახალი სანქციები 120-ზე მეტ კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ ახალი სანქციები დააწესეს, რამაც  120-ზე მეტი ბიზნესსა და ფიზიკურ პირი მოიცვა. საუბარია 20-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ ბიზნესსა და მყოფ იურიდიულ პირზე.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ის პირებიც, ვინც ხელს უწყობენ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში. სანქციების შედეგად, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის კომპანიები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ორ რუსულ ორგანიზაციას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ძალისხმევას, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სკოლის მოსწავლეების მილიტარიზაციისა და ინდოქტრინაციის გზით.

სიაში ასევე არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ეკონომიკის თავდაცვის სექტორში და მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორისაა ახალი რუსული კერძო სამხედრო კომპანია და ჩინური ფირმა (Spacety), რომელიც უკრაინის ადგილების სატელიტურ სურათებს აწვდიდა ორგანიზაციებს.

სანქციების სიაში მოხვდა უნგრეთში მდებარე რუსეთის კუთვნილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი International Investment Bank (IIB). დოკუმენტში წერია, რომ ეს არის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ფინანსური ინსტიტუტი ბუდაპეშტში.

მსგავსი თემები