დონალდ ტრამპი  ყოფილ ადვოკატს უჩივის და კომპენსაციის სახით 500 მილიონ დოლარს ითხოვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 500 მილიონ დოლარს ითხოვს.

ტრამპი ყოფილ უფლებადამცველს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით, მის საჯარო გამოსვლებში, წიგნებსა და პოდკასტებში ჰქონდა ადგილი.

ასევე, ტრამპი ყოფილ ადვოკატს კონტრაქტის პირობების დარღვევაშიც ადანაშაულებს.

 

 

მსგავსი თემები