,,ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა?”- ანა ფოტიგა

,,ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა? – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

მისი თქმით, ”ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში”

„ძალიან მნიშვნელოვანია, დააფასო ადამიანები, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის. მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა, რომ დაემარცხებინა კორუფცია, ის მამაცურად გაუმკლავდა რუსულ ხუთდღიან აგრესიას 2008 წლის აგვისტოში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან მეგობრობისთვის,”- განაცხადა ანა ფოტიგამ.

ცნობისთვის, პოლონეთში, მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს“ ჯილდო გადასცეს.

 

მსგავსი თემები