უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს. დავით ქუჩუკიანი უკრაინაში ომის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.
დავით ქუჩუკიანის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს, მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.