,,კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?”- ლევან ხაბეიშვილი

,,თუ დაიწყება გამოძიება, კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა.

ხაბეიშვილი  „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიების ეხმიანება, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

,,მთელი დღე რომ გვაქვს ისტერიკა, თემები რომ გადაიფარა, დღეს მთელი დღე კეზერაშვლზე რომ ვისაუბროთ, ხვალაც რომ დავკარგავთ დროს, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? გელათი აღარ დაინგრევა, სასმართლოში კლანი არ იქნება,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში.

მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი თემები