რუსეთმა ომში დაახლოებით 180 590 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 180 590 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 180 590; ​ტანკი – 3 646; ჯავშანტექნიკა – 7 053; საარტილერიო სისტემა – 2 777; სარაკეტო სისტემა – 535; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 283; თვითმფრინავები – 307; ვერტმფრენი – 293; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 339; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 637; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 320.

მსგავსი თემები