„ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია”- კელი დეგნანი

„ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა აშშ დავით კეზერაშვილის სანქცირებას და რამდენად სანდოა აშშ-სთვის ”ბიბისის” ინფორმაცია. მისი თქმით, აშშ წინასწარ არ აცხადებს სანქციებს.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რომ შევაფასოთ ის, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. „ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები, როგორიც ესაა. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა დეგნანმა.

მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი თემები