„უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. მსოფლიომ რუსეთის აქტივების მიხედვით იცის, რა გამოსავალი არსებობს ამისთვის. რუსი ჩინოვნიკები, ოლიგარქები გამდიდრდნენ მაშინ, როცა მათი სახელმწიფო ტერორისტად იქცა. მთელი ეს აქტივები უნდა იყოს გამოყენებული მათი ზარალის კომპენსაციისთვის, ვისაც რუსეთმა ტკივილი მოუტანა. რუსული აქტივები აგრესიის შემდგომი ზარალის გამოსასწორებლად უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები