მამინაცვლის მხრიდან სავარაუდო გაუპატიურების შემთხვევა კახეთში

მორიგი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი კახეთში – გავრცელებული ინფორმაციით,  მამინაცვლმა  12 წლის მოზარდი სავარაუდოდ, გააუპატიურა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.   კახეთში, შვილის გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცი დააკავეს

მეტი...

კახეთში, შვილის გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცი დააკავეს

კახეთში სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცი დააკავეს. ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ იძალადა. მომხდარის შესახებ  სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.

მეტი...

სარეცხი ფხვნილის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – PERSIL-ის, ARIEL-ის, ABC-ს, TIDE-ის, BINGO-ს, OMO-ს, AMO-ს და SAVEX-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების გზით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში, 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს. ,,მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს ე.წ. კარტელური გარიგებებს (“კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი)  გულისხმობს. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფატზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ. ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა…

მეტი...

,,სანქციები მათ წინააღმდეგაა, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე”- დევიდ კრამერი

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი  აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება.  მისი თქმით, სანქციები  იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. „ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ. ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები…

მეტი...

რუსი ოლიგარქი ციმბირის საკანში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთში კიდევ ერთი მთავარი ენერგეტიკული ბოსი იდუმალ გარემოებებში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსული ენერგეტიკული კომპანიის Yakutskenergo-ს გენერალური დირექტორის მოადგილის, 49 წლის იგორ შკურკოს ცხედარი გუშინ მის საკანში იპოვეს აღმოსავლეთ ციმბირის საპორტო ქალაქ იაკუტსკის დაკავების ცენტრში. შკურკო ციხის საკანში გარდაცვლილი მას შემდეგ იპოვეს, რაც ის ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. მისი გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საჩივრები წარადგინა.

მეტი...

,,ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში”- ლუკ კოფი სანქციებზე

ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი ლუკ კოფი აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში. ,,სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში. მსგავსი სამომავლო ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა გადაიდგას,”- განაცხადა ლუკ კოფიმ ამერიკის ხმასთან საუბარში.

მეტი...

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაწყებული კამათი, ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. მამაკაცმა ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცავებმა 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

მეტი...

,,დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა”- გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, ახლა დროა ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა. ,,ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა!”- წერს გახარია.

მეტი...

,,ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით”- ირაკლი კობახიძე

,,დაგველაპარაკონ წესებით, ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით, ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, დავიცავთ სუვერენიტეტს და დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას,” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე ისაუბრა.  „2012 წლამდე, როცა სააკაშვილი და ადეიშვილი მართავდნენ სასამართლოს, მაშინ იყო უამრავი ქეისი, პირდაპირ ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის დაიჭირეს ადამიანი. ამის მეასედი პრობლემა მოიტანონ. სირცხვილია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ჩვენ ვერ დავუშვებთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას სასამართლო სისტემაში, როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები, როდესაც სასამართლო გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის. და თუ ვინმეს ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ…

მეტი...

მიუღებელია „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობები, თბილისს მეორე ფრონტი გაახსნევინოს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუღებელია “კოლექტიური დასავლეთის” მცდელობები, უკრაინიდან კონფლიქტის ამიერკავკასიაში გადატანასთან დაკავშირებით. ,,ცალ-ცალკე ხაზი გაუსვეს „კოლექტიური დასავლეთის“ მიმდინარე მცდელობების მიუღებლობას, გადაიტანოს უკრაინიდან ამიერკავკასიაში დაპირისპირების ლოგიკა, რაც გამოიხატება პროვოკაციულ მოწოდებებში თბილისის მიმართ, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. . ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სწრაფ რეაგირებას MOR-ის თანათავმჯდომარეებისა და მათ მიერ წარმოდგენილ ორგანიზაციებისგან. „ადგილზე“ არსებული ვითარების განხილვისას კმაყოფილებით აღინიშნა სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის განწყობა, რომ განაგრძონ თავშეკავება. შედეგად, ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული…

მეტი...

,,ბოლო გაფრთხილება ივანიშვილს ამერიკისგან”- დავით არახამია

,,ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს ამერიკისგან”– ასე ეხმიანებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, დავით არახამია აშშ-ის მიერ, ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას. ,,ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს ამერიკისგან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – პირველად, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის უახლოესი ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ინფორმაცია მივაწოდეთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება ველოდოთ სიახლეებს,”-…

მეტი...

,,გვითხრა, აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო”- ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას იხსენებს, რომელიც მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ შედგა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტს შალვა პაპუაშვილთან ერთად შეხვდა. ,,მე მახსენდება, შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი და 27-28 თებერვალი იყო, შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა, რა გინდათო. ნუ, გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ზრდილობიანად ვუპასუხე. აგერ, ზელენსკი გმირია…

მეტი...

ჩინეთის კატეგორიული გაფრთხილებების მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელი ტაივანში მაინც ჩავიდა

აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა ჩიხში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა აშშ არაერთხელ გააფრთხილა „წითელი ხაზები არ გადაეკვეთა და ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობები არ ჰქონოდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ტაივანში ჩავიდა და ლიდერ ცაი ინ-ვენს შეხვდა. ცაიმ კონგრესს მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისა და თანამშრომლობისთვის. კევინ მაკარტიმ კი შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ეკონომიკური თავისუფლება, მშვიდობა და რეგიონის უსაფრთხოება. შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ტაივანის ურთიერთობა ჩინეთის მხარემ არაერთხელ დაგმო და მსგავსი ვიზიტები „წითელი ხაზის“ გადაკვეთას შეადარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის ელჩმა საქართველოში – ჭოუ ციენმაც გააკეთა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს იგივეა, აფხაზეთის ე.წ. ლიდერი რომ ჩავიდეს რომელიმე…

მეტი...

„კაცად დავიბადე… კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია“ – დასაქცირებული მოსამართლე

უვადოდ გამწესებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მას კანონდარღვევა არასდროს ჩაუდენია და ბრალდებები, რაც მისი დასანქცირების მიზეზი გახდა, მოგონილი და თითიდან გამოწოვილია. „არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხომ… ხოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი. კაცად დავიბადე, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ახლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ. მისივე  თქმით, მოტივაცია, რაც მის დასანქცირებას მოყვა – კორუფცია,  აბსურდია და…

მეტი...

„ბაბუაჩემსაც არ უვლია შტატებში და ევროკავშირში, მაგრამ, გადაუტანია“ – აშშ-ის მხრიდან დასანქცირებული მოსამართლე

„არ მეკუთვნის დასანქცირება. თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა… რა გავაკეთო“ – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, უვადოდ გამწესებულ მოსამართლე ლევან  მურუსიძეს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთია იმ ოთხეულს შორის რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. როგორც ლევან მურუსიძე აცხადებს, ცხოვრება გრძელდება და ამერიკის სანქციების გამო თავის მოკვლას არ აპირებს. „ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა.  რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე…

მეტი...

„პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს“ – ირაკლი კობახიძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის -ირაკლი კობახიძის  განცხადებით, გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოზე ფიქრით არ სძინავს თუმცა, ის განცხადებები, რაც მან ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გააკეთა, კორუფციულ პროცესებზე მიანიშნებს. კობახიძემ აღნიშნული განცხადება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ გააკეთა. „კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე“ – აღნიშნა კობახიძემ. მისივე შეფასებით,…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ საქართველოსგან „ნაცმოძრაობისთვის“ სასამართლო ბერკეტების გადაცემას ითხოვდა

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოთხი უვადო მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ირაკლი კობახიძეც აკეთებს და ამბობს, რომ მათ ჩანაწერები გააჩნიათ, რას ითხოვდნენ ამერიკელები საქართველოსგან. „ჩვენ ბევრი თემა გვაქვს. დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შესაძლოა, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპია ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. სხვათა შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური მცდელობა იყო ის, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ გადაგვეცა ბერკეტები სასამართლოსთან მიმართებაში. მაგალითად, ეს იყო ორჯერ, ორი…

მეტი...