,,ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში”- ლუკ კოფი სანქციებზე

ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი ლუკ კოფი აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში.

,,სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში. მსგავსი სამომავლო ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა გადაიდგას,”- განაცხადა ლუკ კოფიმ ამერიკის ხმასთან საუბარში.

მსგავსი თემები