ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ საქართველოსგან „ნაცმოძრაობისთვის“ სასამართლო ბერკეტების გადაცემას ითხოვდა

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოთხი უვადო მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ირაკლი კობახიძეც აკეთებს და ამბობს, რომ მათ ჩანაწერები გააჩნიათ, რას ითხოვდნენ ამერიკელები საქართველოსგან.

„ჩვენ ბევრი თემა გვაქვს. დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შესაძლოა, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპია ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი.

სხვათა შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური მცდელობა იყო ის, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ გადაგვეცა ბერკეტები სასამართლოსთან მიმართებაში. მაგალითად, ეს იყო ორჯერ, ორი მესამედის მოთხოვნა, რომ პარლამენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილებები ოპოზიციის ორი მესამედის მხარდაჭერით, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა ჰქონოდა საკონტროლო პაკეტი ხელში და „ნაცმოძრაობის“ გარეშე არ უნდა მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა, ამას გვეუბნებოდნენ“ , – აცხადებ ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.

აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა

 

მსგავსი თემები