„ბაბუაჩემსაც არ უვლია შტატებში და ევროკავშირში, მაგრამ, გადაუტანია“ – აშშ-ის მხრიდან დასანქცირებული მოსამართლე

„არ მეკუთვნის დასანქცირება. თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა… რა გავაკეთო“ – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, უვადოდ გამწესებულ მოსამართლე ლევან  მურუსიძეს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთია იმ ოთხეულს შორის რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა.

როგორც ლევან მურუსიძე აცხადებს, ცხოვრება გრძელდება და ამერიკის სანქციების გამო თავის მოკვლას არ აპირებს.

„ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა.  რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია“ – აცხადებს მოსამართლე ლევან მურუსიძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხი მოსამართლე „შავ სიაში“ შეიყვანა და ოჯახის წევრებთან ერთად, შტატების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

მსგავსი თემები