,,დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა”- გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, ახლა დროა ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა.

,,ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა!”- წერს გახარია.

მსგავსი თემები