,,გვითხრა, აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო”- ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას იხსენებს, რომელიც მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტს შალვა პაპუაშვილთან ერთად შეხვდა.

,,მე მახსენდება, შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი და 27-28 თებერვალი იყო, შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა, რა გინდათო. ნუ, გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ზრდილობიანად ვუპასუხე.

აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, თან მაშინ უმძიმესი სიტუაცია იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული, ობოლონის რაიონის ნახევარი დაკავებული ჰქონდათ უკვე, ტანკები იყო პირდაპირ რუსული შესული.

ნუ, სახტად დავრჩი. ანუ, ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. მე ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი. მაგრამ აი ეს არის დამოკიდებულება,”- განაცხადა კობახიძემ ”იმედის” ეთერში.

მსგავსი თემები