,,ბოლო გაფრთხილება ივანიშვილს ამერიკისგან”- დავით არახამია

,,ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს ამერიკისგან”– ასე ეხმიანებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, დავით არახამია აშშ-ის მიერ, ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას.

,,ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს ამერიკისგან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – პირველად, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის უახლოესი ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ინფორმაცია მივაწოდეთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება ველოდოთ სიახლეებს,”- წერს არახამია.

ცნობისთვის, აშშ-მა ოთხი ქართველ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე დაასანქცირა.

მსგავსი თემები