ჩინეთის კატეგორიული გაფრთხილებების მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელი ტაივანში მაინც ჩავიდა

აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა ჩიხში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა აშშ არაერთხელ გააფრთხილა „წითელი ხაზები არ გადაეკვეთა და ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობები არ ჰქონოდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ტაივანში ჩავიდა და ლიდერ ცაი ინ-ვენს შეხვდა.

ცაიმ კონგრესს მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისა და თანამშრომლობისთვის.

კევინ მაკარტიმ კი შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ეკონომიკური თავისუფლება, მშვიდობა და რეგიონის უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ტაივანის ურთიერთობა ჩინეთის მხარემ არაერთხელ დაგმო და მსგავსი ვიზიტები „წითელი ხაზის“ გადაკვეთას შეადარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის ელჩმა საქართველოში – ჭოუ ციენმაც გააკეთა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს იგივეა, აფხაზეთის ე.წ. ლიდერი რომ ჩავიდეს რომელიმე ქვეყანაში.

თაივანის საკითხი არის ჩინეთის ცენტრალური ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტის ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოვლად დაუშვებელია“ – აღნიშნა ელჩმა ჭოუ ციენმა.

„აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას, წითელი ხაზების გადაკვეთა კატეგორიულად მიუღებელია“ – ჩინეთის ელჩი

 

მსგავსი თემები