მიუღებელია „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობები, თბილისს მეორე ფრონტი გაახსნევინოს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუღებელია “კოლექტიური დასავლეთის” მცდელობები, უკრაინიდან კონფლიქტის ამიერკავკასიაში გადატანასთან დაკავშირებით.

,,ცალ-ცალკე ხაზი გაუსვეს „კოლექტიური დასავლეთის“ მიმდინარე მცდელობების მიუღებლობას, გადაიტანოს უკრაინიდან ამიერკავკასიაში დაპირისპირების ლოგიკა, რაც გამოიხატება პროვოკაციულ მოწოდებებში თბილისის მიმართ, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. . ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სწრაფ რეაგირებას MOR-ის თანათავმჯდომარეებისა და მათ მიერ წარმოდგენილ ორგანიზაციებისგან.

„ადგილზე“ არსებული ვითარების განხილვისას კმაყოფილებით აღინიშნა სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის განწყობა, რომ განაგრძონ თავშეკავება. შედეგად, ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები