,,სანქციები მათ წინააღმდეგაა, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე”- დევიდ კრამერი

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი  აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება. 

მისი თქმით, სანქციები  იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე.

„ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ.

ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს”,- განაცხადა კრამერმა ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მსგავსი თემები