,,ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო”- მამუკა მდინარაძე

„განსხვავება ერთია, ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

„განსხვავება ერთია, ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო. ეს არის ძალიან სერიოზული განსხვავება. ბრეივიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავად გამოკრა სასხლეტს ხელი და ამით დახოცა ბევრი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო და ისე ხოცავდნენ ადამიანებს. უკიდურესი ცინიზმია, მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ყველაზე ბოროტული სისტემა სადაც შექმნა, მაინცდამაინც იქ საპირისპირო მტკიცებულების შექმნა და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები