ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილები, მამის მსგავსად, ჯილდოების მფლობელები გახდნენ. 7 წლის ახმადმა და 15 წლის ადამმა “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის“ სამკერდე ნიშნები მიიღეს.
ინფორმაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი – აჰმედ დუდაევი ავრცელებს.
აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვს თავად რამზან კადიროვსაც. ასევე, ჯილდოს მფლობელია არიან კადიროვის დეიდა უმან იბრაგიმოვი.