აჭარაში ქარიშხალს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარის რეგიონში ძლიერი ქარია. ქობულეთში ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა. ერთ-ერთი ხე ავტომანქანას დაეცა, რომელშიც მამაკაცი იჯდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ძლიერი ქარია ბათუმშიც, სადაც ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, მშენებლობებიდან სამშენებლო მასალები ცვივა. მანქანები დაზიანდა სტადიონის მიმდებარედაც, რომლებსაც დამცავი რკინის ჯებირები დაეცა.

მსგავსი თემები