,,განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის, ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე”- ირაკლი კობახიძე

,,განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს ახლა, EPP-თან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან არის დაკავშირებული ეს პარტია. როდესაც ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია. ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები