,,წულუკიანი შეგვრჩა, რომელიც ხალხს ალბათ, ჟუჟუნა წვიმას უმღერებს”- საბა ბუაძე

,,ქართული ოცნება” საზოგადოებას პირდებოდა 70 მილიონის კონცერტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში წულუკიანი შეგვრჩა, რომელიც ხალხს ალბათ, ჟუჟუნა წვიმას უმღერებს,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

საბა ბუაძემ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ კონცერტებთან დაკავშირებით.

,,ქართული ოცნება” საზოგადოებას პირდებოდა 70 მილიონის კონცერტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში წულუკიანი შეგვრჩა, რომელიც ხალხს ალბათ, ჟუჟუნა წვიმას უმღერებს. ეს არის ამ ხელისუფლების ცუდი ორგანიზების, არაადეკვატურობის და სამარცხვინო მენეჯმენტის დამსახურება. ის, რომ ჩვენ ოთხ მილიონ ლარს ვიხდით ყოველწლიურად “Black Sea Arena-ს”  შენახვაში, სადაც არცერთი კონცერტი არ გამართულა ბოლო წლების განმავლობაში”,- განუცხადა საბა ბუაძემ ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები