,,კარგად ვიცი, რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები”- კახა კალაძე

,,პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის დაცვა „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

,,მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია. კარგად ვიცი, რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ, მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის დათესვის სანაცვლოდ.

„ქართული ოცნება“ მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სტრუქტურებმა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სტატუსს არა კრიმინალის გათავისუფლების საპირწონედ, არამედ რეალური საქმით და რეფორმებით, რაც გატარდა,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები