„PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა, ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“- კახა ოქრიაშვილი კობახიძეს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისგან ცრუ ბრალდების უარყოფას და ბოდიშს ელის.

,,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე.

ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას და ბოდიშს!”- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები