,,ის რაც დღეს იკადრეს, არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის”- ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის.

,,ამ ადამიანს, ასეთ პირობებში, როცა პუტინის ტყვეობაში იმყოფება, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიტვა, ესტონეთი, მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბოს აბა გონება რუსული ოცნების მხარდამჭერებმა, ვინ არის რუსული ოცნების პარტნიორი, სალავიოვი, მარგარიტა სიმონიანი, პუტინი, ლავროვიო, სხვა მათ მოკავშირე ევროპულ ქვეყნებში არ ჰყავთ, შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს, არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე გაიმართა.

 

მსგავსი თემები