,,ეს არის  შეურაცხყოფა და დაცინვა”- ია მეტრეველი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე

,,გამოვიდეს ნორვეგიის ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა. ვინც ეს სიგელი გადასცა სააკაშვილს, ვითომ ადამიანების უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია. გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი,” – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

ია მეტრეველმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა შეურაცხყოფა და დაცინვაა.

,,მივმართავ საელჩოს, გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაშია საქმე. ეს არის  შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც გაგვანადგურა სააკაშვილმა და, საუბედუროდ, ნახევარ საქართველოზე მეტია ამ დღეში. ვფიქრობ, ეს იყო ლობისტების და დედამისის მიერ დაფინანსებული, რომელიც ჩაბრძანდა იქ და დიდი ამბით მიიღო ეს სიგელი. მომაკვდავი შვილის დედას ნამდვილად არ ჰგავს, ქალი ჭკუაზე არ არის თავისი პრანჭვა-გრეხვით, დავიღალეთ ამ ყველაფრის ყურებით. დღეს კიდევ ამდენი თანხები რომ აქვთ და ლობისტებს ფულებს უხდიან, ჩამოერთვათ ის ქონებები, რაც წაართვეს ჩვენ ხალხს. ფუფუნებაში რომ ბრძანდება საავადმყოფოში, გადაბრძანდეს ციხეში, მით უმეტეს, რომ ციხე აღარ არის ისეთი, როგორიც მას ჰქონდა. აღარ არის ჯოჯოხეთური ციხე, სადაც წამებით კლავდნენ ხალხს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მსგავსი თემები