ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმში – ბათუმის თეატრთან ხმაური იყო

ბათუმის თეატრთან, სადაც „ქართული ოცნების” კონფერენცია უნდა გაიმართოს ხმაური იყო. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ.

”ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ: „მკვლელებო“

მსგავსი თემები