,,სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე.

მისი თქმით, სააკაშვილი იღებს ბევრად ძნელად ასათვისებელ, გადამამუშავებელ, მომნელებელ საკვებს.

„ჩვენთვის მთავარია კვება, თუმცა რატომღაც ყველა ყურადღებას ამახვილებთ კალორაჟის რაოდენობაზე. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან მესამედს არ იღებს იმისას, რაც აუცილებელია, თუმცა იღებს ბევრად ძნელად ასათვისებელ, გადამამუშავებელ, მომნელებელ საკვებს, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ. კლინიკაში ნებისმიერი პაციენტი იღებს დაავადების შესაბამის მკურნალობას. ძალიან იშვიათად, რომ ვინმე აცხადებდეს მკურნალობაზე უარს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე. იმაზე, რაც გამართლებულია შესაბამისი ამერიკული თუ ევროპული გაიდლაინებით. მკურნალობის სქემაზე ინფორმაცია მიწოდებული აქვს. ამ სქემაზე აცხადებს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები