,,სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში”- ალუდა ღუდუშაური

,,სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არც თუ ისე კარგად ასრულებს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდოს გადაცემით, ”ან სააკაშვილს იგდებ მასხრად, ან საქართველოსა და ქართველ ხალხს”.

„თავად სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში, ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არც თუ ისე კარგად ასრულებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა სასამართლო ჩართვებია და მისი მხრიდან ამ როლის მდარე ხარისხის შესრულებაა, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ. შეუძლიათ, ჯილდო სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში მიანიჭონ, მაგრამ ის, რომ სააკაშვილს ჯილდო დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცე, ან სააკაშვილს იგდებ მასხრად, ან საქართველოსა და ქართველ ხალხს. მინდა, მჯეროდეს, რომ თუნდაც ამ ოპოზიციურ პარტიას გათთვიცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს მასხრად აგდება არ ჰქონდათ ჩანაფიქრად და ჯილდოთი სააკაშვილი გააშარჟეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიისგან დემოკრატიის ჯილდო მიიღო

მსგავსი თემები