“ჩვენი ქვეყნის სხეულზე არ დავტოვებთ ამ ომით მიყენებულ ჭრილობას“ – ზელენსკი სუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დაბომბილ სუმის ოლქში ჩავიდა. პრეზიდენტმა ქალაქები –  ახტირკა და ტროსტიანეცი დაათვალიერა.

„ჩვენი ქვეყნის სხეულზე არ დავტოვებთ ამ ომით მიყენებულ ჭრილობებს. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მან მესაზღვრეებიც მოინახულა, გაეცნო მათ სტრუქტურას.

პრეზიდენტი ახტირკიდან ტროსტიანეცში გაემგზავრა, სადაც დაბომბილი  რკინიგზის სადგურის რესტავრაციის პროექტებს და ქალაქის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. მან ჯილდოები გადასცა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს.

მსგავსი თემები