ფქვილი იაფდება, პური ისევ ძვირია – რას პასუხობენ „მეპურეები“ მოსახლეობას

საქართველოში პურის ფქვილის გაიაფების მიუხედავად, პურზე ისევ გაზრდილი საფასური რჩება და კლებისკენ არ მიდის. თუ ადრე ერთი ტომარა პურის ფქვილი 80 ლარი ღირდა, დღეს, 5-დან 60 ლარამდე ღირს, თუმცა, აღნიშნული სხვაობა პურის ფასზე არ მოქმედებს.

როგორც  საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა, ფქვილის გაიაფება არ ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერი გაიაფდა, რისგანაც პური იწარმოება.

„ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება თუ შევადარებთ შარშანდელს, დაახლოებით, 10-15 ლარიანი სხვაობაა. შარშან ფიქსირდებოდა 70 ლარი და 50 თეთრი და წელს ერთი ტომარა დაახლოებით 60 ლარამდეა“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვას – ფქვილის გაიაფება მომხმარებელზე რატომ არ აისახება, დოლიძემ ასე გვიპასუხა: „ხშირად იციან ხოლმე ამის თქმა, რომ 20 ლარიანი სხვაობაა. შემომტანი, რომელიც 50 ლარს აფიქსირებს საბაჟოზე 50 ლარად ამ ტომარას არ გაყიდის. მას თავისი მოგება თუ არ დარჩა, რატომ შემოიტანს? ფქვილმა დაიკლო, მაგრამ ელექტროენერგიამ არ მოიმატა? წყალი 4.40 ღირდა, 6.50 ღირს. ბუნებრივმა აირმა არ მოიმატა? დროებითიაო, მერე შეიცვლებაო, შეიცვალა? არ შეიცვალა“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შედარებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პური ყველაზე იაფია.

„მაგალითად, აზერბაიჯანში პური ღირს დაახლოებით ერთი ლარი, სომხეთში კიდევ უფრო ნაკლები. აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების გადასახადი არ მოქმედებს პურზე. საქართველოს ფასებს თუ შევადარებთ, სომხეთი სხვა სიტუაციაშია, სხვა დონეზე არიან, ისინი არიან საბაჟო კავშირში, რომელსაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა და ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენთან ფქვილის სამთვიანი მარაგი არსებობს. ეს მარაგი არ ჩერდება, შემოდის. არავითარი პირობა არ არსებობს იმისა, რომ პურის ფასი წავიდეს ზევით. პირიქით, არის და ამაზე მუშაობენ, რომ შესაძლებელია, ცოტა დაბლა წამოვიდეს“, – განაცხადა დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები