,,უკრაინული ძალების ამოცანაა მტრის ძალების გამოფიტვა”- უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინული ძალების ამოცანა რუსეთის ძალების გამოფიტვაა.

მისი თქმით,  რუსი დამპყრობლები არ წყვეტენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს.

,,რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს, უკრაინული ძალების ამოცანაა მტრის ძალების გამოფიტვა და ის, რომ მტერმა დიდი დანაკარგი განიცადოს. რუსები თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ”, – განაცხადა  უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

მსგავსი თემები